LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1200 ლიტრი დიზელის საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

201
54356023_2007651389539083_6103406350207811584_n

სართიჭალა – გომბორის საგუშაგოსთან ცეცხლი საწვავით დატვირთულ ავტომანქანას გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა, ხანძარი კი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

პოპულალურები