ხანძარი თბილისში – დიღომში, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრი.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა, თუმცა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.