LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ცენტრ “თერგში” შეუშვეს

685

სამდღიანი ლოდინის შემდეგ დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი დამწვარ სავაჭრო ცენტრ „თერგში“ შეუშვეს.

შენობაში შესვლა იმ მოვაჭრეებმა შეძლეს, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობდნენ.

მათი განცხადებით, პროდუქცია დაზიანებული არ არის და ამავე პროდუქტებით ვაჭრობას მომავალშიც შეძლებენ.

ამ წუთებში პროდუქტი ალტერნატიულ სამაცივრე საწყობებში გადააქვთ, რაშიც მათ ბაზრობის ადმინისტრაცია ეხმარება.

მაცივრებმა შეინახეს პროდუქცია და, თითქმის, არაფერია გაფუჭებული. პოლიციის თანამშრომლები გვეხმარებიან, ყველაფერი ორგანიზებულად არის გაკეთებული, რომ გადარჩენილი პროდუქცია გაიტანონ და ამავე პროდუქციით ივაჭრონ,“ – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „თერგის“ დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე იაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g