LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე“ – ემბერ ჰარდი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

317
Untitled.pngsdfsdf

უდავოა, დეპი-ჰარდის სასამართლო დავა, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ პროცესად იქცა. სხდომებზე უამრავი  შოკის მომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც ბუნებრივია, ნეგატიურად იმოქმედა მსახიობების ცხოვრებასა თუ კარიერაზე. საბოლოოდ დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ვერდიქტის თანახმად, დეპს ყოფილი მეუღლისთვის 2 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა,  გაცილებით დიდი ჯარიმის გადახდა დაეკისრა ემბერ ჰარდს, მას ჯონისთვის 8 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა.

ემბერმა რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამზე“ სკანდალური პოსტი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ჯონი დეპთან დავა მორიგებით დაასრულა.

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე, ვაპირებ, რომ მორიგებით დავასრულო ცილისწამების შესახებ დავა, რომელიც ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემ წინააღმდეგ დაიწყო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ამერიკული სასამართლო სისტემის ნდობა დავკარგე. ამ დროის განმავლობაში ისეთი დამცირების წინაშე აღმოვჩნდი, რომ ამას მეორედ ვერ გადავიტან“, – წერს ჰარდი და დასძენს, რომ დავის მორიგებით დასრულება იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ აღიარებს

დეპის ადვოკატების განცხადებით, მორიგების პირობების მიხედვით, ემბერი ჯონის 1 მილიონს დოლარს გადაუხდის.

დეპი-ჰარდის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი „თრეილერი“ გავრცელდა – შეაფასეთ ახალი ჯონი და ემბერი

„ჯონი დეპს ერექციული დისფუნქცია აქვს“ – დეპი-ჰარდის ბრძოლა გრძელდება

დეპი-ჰარდის სკანდალურ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ნივთმტკიცებულებები eBay-ზე იყიდება – გაინტერესებთ ფასი?

 

View this post on Instagram

 

A post shared by Amber Heard (@amberheard)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები