LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანგრძლივი სიყვარულის რეცეპტი – წარმატებული ურთიერთობის ოთხი ძირითადი წესი

48

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ 10-იდან 7 წყვილი ერთმანეთს შორდება, არადა, თავისუფლად შეიძლებოდა უსიამოვნებების თავიდან აცილება პარტნიორები ყოველდღიურ ცხოვრებაში “წარმატებული ურთიერთობის ოთხ ძირითად წესს” რომ ითვალისწინებდნენ. გაეცანით ჩვენს რჩევებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ გადაარჩინოთ სიტუაცია და შეინარჩუნოთ ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა.

უკუკავშირი

ბედნიერი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარტნიორებს შორის კარგი კომუნიკაცია. წყვილების უმრავლესობა, როგორც წესი, ერთიდაიგივე შეცდომას უშვებს – არაა აუცილებელი რეგულარულად და დეტალურად მოყვეთ განვლილი დღე, რადგან საკუთარი პერსონით ზედმეტი გატაცება დროთა განმავლობაში პარტნიორის ინტერესის დაკარგვას იწვევს. უკუკავშირი – ეს ურთიერთობაა. საკუთარი ამბების მოყოლის მაგივრად, დაინტერესდით თქვენი რჩეულის პრობლემებით და ყურადღებით მოუსმინეთ მას. როცა ორივე მხარე გულწრფელადაა დაინტერესებული ერთმანეთის ცხოვრებით, ორივე მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.

12278059_1080472835298684_586296447_n

გამოხატეთ თქვენი გრძნობები

წარმატებული ურთიერთობის მნიშვნელოვანი საიდუმლოა საკუთარი გრძნობების გამოხატვა. არასდროს დაუმალოთ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი რეაქცია მის ამა თუ იმ მოქმედებაზე. ნუ მოგერიდებათ და მოუყევით თქვენს პარტნიორს, მისი ხასიათის რომელი თვისება მოგწონთ და განიჭებთ სიამოვნებას, ან პირიქით გაღიზიანეთ და თქვენში დისკომფორტს იწვევს. ნუ დაელოდებით მისგან სწრაფ რეაქციას, უბრალოდ მოუყევით. მაგალითად, თუ წვეულებაზე, მეგობრების თანდასწრებით, თქვენმა საყვარელმა ადამიანმა გული გატკინათ, სახლში დაბრუნებისას წყენის და გაბუტვის გარეშე აუხსენით, რამ გამოიწვია თქვენი ნეგატიური ემოცია, მერე კი, შეცვალეთ საუბრის თემა. თქვენი პარტნიორი აუცილებლად დაფიქრდება თქვენს ნათქვამზე და თუ მართლა უყვარხართ, ეცდება გამოასწოროს საკუთარი შეცდომა.

couple-love

გაიღიმეთ  

ღიმილი – კეთილდღეობის და ბედნიერების სიმბოლოა! თქვენც ხომ სწორედ ეს გსურთ ურთიერთობაში? ამიტომ, ერთად უყურეთ კომედიებს, მოყევით სასაცილო ისტორიები, ხშირად იხუმრეთ და ეძებეთ ნებისმიერი მიზეზი მის გასამხიარულებლად, რადგან იუმორის გრძნობა საუკეთესოა სტიმულია ხანგრძლივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.  

man-woman-Love

ყოველდღიური შეხება

რჩევები წარმატებული ურთიერთობის შესანარჩუნებლად ვერ იქნებოდა სრულყოფილი ფიზიკური კონტაქტის გარეშე. კარგი იქნება თუ ყოველდღე აჩვენებთ თქვენს რჩეულს, როგორ ძალიან გიზიდავთ ის ფიზიკურად – გულწრფელად მოეხვიეთ ან მოულოდნელად აკოცეთ, მოკიდეთ ხელი სეირნობის დროს ან ნაზად შეეხეთ მხარზე, რადგან ყველა ეს – ერთი შეხედვითი ნაკლებად მნიშვნელოვანი ჟესტი სინამდვილეში ამყარებს თქვენს ურთიერთობას. აქციეთ ჩვეულებად ფიზიკური შეხება და დროთა განმავლობაში ნახავთ, როგორ გაიზარდება და გაძლიერდება თქვენი სიყვარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები