LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა“ – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

151
ამინდი

11 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერ- კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი და შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

როდის გამოიდარებს საქართველოში

დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი,, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +18, +23°.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები