85 წლის ციცო კამკამიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გახდა ცნობილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვეფხვია ვეფხვაძემ მოინახულა და დედის დღე მიულოცა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ციცო კამკამიძის შვილი, მანანა ბლუაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
„ეჰ, მაინც ვერ გაუძლო ჩვენმა ძველმა სახლმა ბოლომდე ციცოს მცდელობის მიუხედავად..მეზობლის ბიჭები გვთავაზობდნენ დახმარებას, გამგებელიც, მაგრამ სახიფათო იყო და არ ავუშვით გადმოსათოვლად“ – რა ვიდეოს ავრცელებს 85 წლის ციცო კამკამიძის შვილი
85 წლის ციცო კამკამიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გახდა ცნობილი, ძველი სახლი ჩამოენგრა.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვეფხვია ვეფხვაძემ, მოინახულა დღეს ციცო ბებო, მიულოცა დედის დღე, გამოუცხადა თანადგომა, თანაგრძნობა, შეჰპირდა დახმარებას… მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისათვის (გულისხმიერება და ადამიანებისათვის პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარება მისთვის არ ახალია)“, – წერს მანანა ბლუაშვილი სოციალურ ქსელში.