5 აპრილს, მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინიკო ჯურხაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მერაბ სეფაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.
დღეს ნინიკო ჯურხაძის დაბადების დღეა – ის 64 წლის გახდებოდა.
ნინიკო ჯურხაძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს მერაბ სეფაშვილის ოჯახის ახლობელი, პროდიუსერი თეა ცხადაძე და ავრცელებს თოქ-შოუ „პროფილის“ არქივიდან ვიდეოს ფრაგმენტს, რომელშიც ნინო ჯურხაძე მეუღლის შესახებ საუბრობს.
„ხარებას დაიბადა და ბზობას დაგვტოვა“, – წერს თეა ცხადაძე.
თავად ნინო ჯურხაძე კი, „პროფილში“ სტუმრობის დროს მეუღლესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ მერაბ სეფაშვილის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა ერთნაირად უყვარს.
„იმდენად მიყვარს მისი შესრულებული ყველა სიმღერა, ვერ გამოვარჩევ. მისი შესრულებული ყველა სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია…
მერაბი პირველად რომ ვნახე, აბსოლუტურად სხვანაირი იყო, იმისგან განსხვავებით, ვიდრე რეალობაშია. წყნარი, მშვიდი, თავშეკავებული, საერთოდ არ ლაპარაკობდა. ჩვენი ურთიერთობა მეგობრულად დაიწყო, შემდეგ კი დავქორწინდით“, – ამბობდა ნინო ჯურხაძე.
პროდიუსერი გია გოგორიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს ავრცელებს
„გარდაიცვალა დედა, ნინო ჯურხაძე“ – სანდრო სეფაშვილი დედის გარდაცვალების შესახებ წერს
ხარებას დაიბადა და ბზობას დაგვტოვა. 😭🙏💔 Nino Jurkhadze Сандро Мераб
Posted by Tea Kupata Cxadadze on ორშაბათი, 06 აპრილი, 2026
