LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

75
FORTUNA.GE- (1)

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შენობაში სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი კი დღის მეორე ნახევარში შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დროულად დაიწყონ ფაქტზე გამოძიება და გაარკვიონ, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, გამოძიება დაწყებულია, ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად კი ელექტროგამათბობელი მოწყობილობა და მის მიმართ უყურადღებოდ მოპყრობა სახელდება.

mazda magti 5g