LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვში რუსეთმა დესანტი გადასხა – რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს

294
ხარკ

ხარკოვში რუსული დესანტი გადასხეს, მიმდინარეობს ბრძოლა რუს სამხედროებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა. ოკუპანტების თავს დაესხნენ საავადმყოფოს – ჩრდილოეთ რეგიონის სამხედრო სამედიცინო კლინიკურ ცენტრს. დაიწყო ბრძოლა ოკუპანტებსა და უკრაინელ დამცველებს შორის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქსა და ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g