ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.