LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ახალაიას გაკვეთილებმა სქესობრივ აღზრდაზე სამართლიანად აღაშფოთა საზოგადოება – სოფო კილაძე

269
Безымянный

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხატია ახალაიას ონლაინ-გაკვეთილებმა სქესოვრივ აღზრდაზე, სამართლიანად აღაშფოთა საზოგადოება.

“რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები ბავშვებისათვის, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე.

დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში. ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაგრამ ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენება ვფიქრობ, მიუღებელია”, – წერს კილაძე.

გაიგეთ მეტი : ვიდეოგაკვეთილები სექსუალურ განათლებაზე – რას აპირებს სახელმწიფო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები