ხატია ბუნიათიშვილის კონცერტები არა მხოლოდ მუსიკალური მხარით არის გამორჩეული – ყოველთვის საინტერესოა, რა სამოსს შეარჩევს მორიგი გამოსვლისთვის ქართველი პიანისტი.
ამჯერად მას ათენში სრულიად დარბაზი ფეხზე დგომით, აპლოდისმენტებითა და „ბრავოს“ ძახილით შეხვდა. ხატიამ წითელი გრძელი გულამოჭრილი კაბა შეარჩია, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
