LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: „არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ყველა მეთოდით – ფიზიკურად თუ ელექტრონულად… ივანიშვილის ხელში არჩევნები აღარ იარსებებს, გავიგოთ სად ვცხოვრობთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ!“

152
ხატია დეკანოიძე, პოლიტიკოსი

„რამდენიმე დღის წინ ბლუმბერგმა დაწერა (მსგავსი შემთხვევითობა არ ხდება), რომ ყველა სტრუქტურაზე რუსებს წვდომა აქვთ საქართველოში.
ამ კატასტროფული გაყალბების ძირს მხოლოდ სერიოზული საერთაშორისო გამოძიება სჭირდება“
– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით არჩევნები ტოტალურად, ყველა მეთოდით გაყალბდა:

„რამდენიმე დღის წინ ბლუმბერგმა დაწერა (მსგავსი შემთხვევითობა არ ხდება), რომ ყველა სტრუქტურაზე რუსებს წვდომა აქვთ საქართველოში. ამ კატასტროფული გაყალბების ძირს მხოლოდ სერიოზული საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. გარდა იმ ამაზრზენი სქემისა, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით: დაშინება, მოსყიდვა, სოციალური დასაქმების პროგრამები და აშ.

ასევე, ცოტა უცნაურია, წვდომას ბაზებზე და მანქანებზე მურუსიძის სასამართლოს რომ ვთხოვოთ. არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ყველა მეთოდით. ფიზიკურად თუ ელექტრონულად. ივანიშვილის ხელში არჩევნები აღარ იარსებებს. გავიგოთ, სად ვცხოვრობთ. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ!“ – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ ბლუმბერგმა დაწერა (მსგავსი შემთხვევითობა არ ხდება), რომ ყველა სტრუქტურაზე რუსებს წვდომა აქვთ…

Posted by Khatia Dekanoidze on კვირა, 27 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g