პიარის სპეციალისტი და წამყვანი, ხატია შამუგია ჟურნალ „გზის“ რუბრიკაში მონაწილეობს, სადაც ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა აფორიზმზე აზრს ეკითხებიან.
ერთ-ერთი აფორიზმი: „ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა“, ხატიამ ამგვარად შეაფასა:
„ქვრივად დარჩენას არავის ვუსურვებ, მაგრამ უვარგისი კაცის ცოლობას მარტოობა სჯობს. ამ აფორიზმს შევცვლიდი ასე: „მარტო დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა“. რამდენ ადგილას ვმუშაობ და ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვდგებოდე, სამსახურში მივდიოდე და ამ დროს ჩემი ქმარი საწოლში კოტრიალბოდეს…“