ხატია სიჭინავა „ინსტაგრამზე“ აზიარებს ფოტოს, რომელიც მწვანე პასპორტების საწინააღმდეგო აქციაზე აქვს გადაღებული და ეხმიანება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ კოვიდ პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება საქართველოში გაუქმდა.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება
ხატია წერს:
„მეგობრებო, ნუ დაემსგავსებით მათ, ვისი საქციელიც გაღიზიანებდათ. არ გვინდა ეს ნიშნის მოგებით საუბარი, აგრესიული ტექსტები, ფრიალი სალანძღავი სიტყვების… თქვენც იგივე არ გაიმეოროთ. უბრალოდ, გიყვარდეთ ერთმანეთი ❤️ სხვა ვერც ვერაფერს დავაკლებთ, ან გავუკეთებთ ერთმანეთს. დანარჩენს ღმერთი მიხედავს, რა და როგორ იქნება…“