პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
„მოკლედ!!!!…. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება:
1. მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ.
2. 1 კვ.მ-ზე ეტევა ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება სიმჭიდროვის მიხედვით.. ანუ, გაძეძგვილი და ნემსის ჩასაგდები ადგილის არარსებობის შემთხვევაში, 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი.
3. მოედნის შუაგულში არსებულ წმ. გიორგის მონუმენს უჭირავს 500 მ.კვ. ფართობი.
ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი…))))
ისე, მაინც დაგიწერთ:
10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი… (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5… ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)…
წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!
მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“ – წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ის გვერდზე.
თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.
აქცია მომღერალმა ლექს-სენმა გახსნა, შემდეგ კი სცენა პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლას დაეთმო.
ამავე თემაზე:
ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს: გიგი უგულავა
გია ბუღაძე: ხედავთ რა ტრიალებს? ქარბორბალა, რა ქვია? მიშა ქვია ამ ქარბორბალას
ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და მწარედ მომატყუე: ანზორ მელია
ვიდეო: ლელა წურწუმიამ აქციის მონაწილეებს მეგრულად უმღერა
სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და მივუტევოთ ერთმანეთს – სააკაშვილის წერილი