LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლია: უნდა ვაღიარო- არც მიშას ჩამოსვლის მჯეროდა და არც ამდენ ხალხს ველოდი დღეს თავისუფლების მოედანზე

1694
BeFunky-collage

უნდა ვაღიარო – არც მიშას ჩამოსვლის მჯეროდა და არც ამდენ ხალხს ველოდი დღეს თავისუფლების მოედანზე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

,,ქართულო ოცნებავ,,- აი, ეს მოახერხეთ თქვენ, თქვენი მმართველობით, ხალხის მტრებად გამოცხადებით, ჩვენი გარიყვით გაღმა ნაპირზე, ჟურნალისტების დასისხლიანებით, ზეწოლებით, დაშინებებით, პოლიტიკური პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი,,ქვეყნის ჭაობად ქცევით, ბრეჟნევისდროინდელი ტიპის უძრაობის ხანით, ადამიანების დატერორებით.

თავისუფალ ადამიანებთან ომით ,უიმედობის დათესვით და რაც მთავარია, დასავლეთის ორბიტიდან ქვეყნის ასე დაშორებით….
მართლა აღარ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ ვნახავდი თავისუფლების მოედანზე”,- წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, თბილისში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და მივუტევოთ ერთმანეთს – სააკაშვილის წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები