“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, დილიდან, ავტოკოლონები დაიძრნენ. მხარდამჭერები სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან.
დღეს დაგეგმილ შეკრებას ეხმიანება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია.
“მიყვარხართ ყველანი, ვინც ამ სულისკვეთებით მიდიხართ დღეს აქციაზე!
არამიშას!!!
ნაცმოძრაობაკლავს!
იმედს ვიტოვებ, რომ მიტინგის მსვლელობისას ხელოსუფლების მხრიდანაც დაფიქსირდება ეს ჭეშმარიტება და უალტერნატივობა!
ბედნიერი ვიქნები თუ ხალხი და ხელისუფალნი ერთად დავდგებით სისხლიანი რეჟიმის ბინძური გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლაში!
არა კოალიციურ მმართველობას ნაცხროვასთან ერთად!… დღეს ეს უნდა უთხრას ხალხს მმართველმა ძალამ!!!
წარმატებები, დაუღალავო მებრძოლებო სამშობლოსათვის!!!
გენაცვალეთ ყველას, გულგაუტეხელნო!!!”,- წერს ხათუნა ხოფერია და 2018 წლის ნოემბერში გამართულ აქციაზე მონაწილეობის ფოტოებს ურთავს თან.
