მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის განცხადებებს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ეხმაურება.
როგორც ხოფერია აღნიშნავს, მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ბრალდებულის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.
“ეს მოსამართლეა თუ თეატრის პარტერში მჯდომი მაყურებელი???
რა საკუთარ ემოციებზე და ფსიქოლოგიურ განწყობებზე საუბრობს???
რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს???
ბრალდებულის რა განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს ???
დავიჯეროთ, რომ ამ “სენტიმენტალურ ქალზეც” აქვთ რაიმე კომპრომატი ან ვიდეომასალა?
ალბათ, სჯობს, დავიჯეროთ და 29-ში მოვემზადოთ ქუჩაში გასასვლელად…”-წერს ხათუნა ხოფერია.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” რესპონდენტი სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი იყო.
როგორც მან გადაცემაში განაცხადა, თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, სააკაშვილს არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ ექნება და შესაბამისად, ის ციხეს დატოვებს.
