LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე: ვინც მაინც ნეიტრალიტეტს ეთანხმებით, გზა ხსნილია რუსკი კარაბლზე!

510
BeFunky-collage (1)

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხზე კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას, ამჯერად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

“დღეს ატყდება ისევ ამბავი ნეიტრალიტეტზე. ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად გასაგებად: საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი=დამოუკიდებლობის დაკარგვას=რუსის არმიაში დასახოცად გარეკილ საქართველოს შვილებს, როგორც ახლა აფხაზები და ოსები გარეკეს.

P.S. დავით აღმაშენებელს რომ დღევანდელი რუსული გაგებით “ნეიტრალიტეტი”, “დემილიტარიზაცია” და საკუთარი ქვეყნის კასტრაცია გამოეცხადებინა, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.

ვინც მაინც ნეიტრალიტეტს ეთანხმებით, გზა ხსნილია რუსკი კარაბლზე!

ვრცლად და ექსპერტულად, რა შესაძლებლობები გახსნა ზელენსკის ინტერვიუმ, მოგვიანებით გაახლებთ”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თემაზე შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღნიშნულზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში ისაუბრა.

ამავე თემაზე:

ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას – ჯაფარიძე

კაჭკაჭიშვილი: ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა, არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!

მდინარაძე: საგარეო ურთიერთობებზე ენმ-ის და მისი დანაყოფების არცერთ ინიციატივას აღარ განვიხილავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g