LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე „ოცნებას“ – „თუ მართლა ხედავენ ამ საფრთხეებს, გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ“

145
BeFunky-collage (2)

თუ მართლა ხედავენ ამ საფრთხეებს გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განაცხადების შეფასებისას.

პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება მისი მოშორების გეგმა – „ხალხის ძალა“

სამნიძემ „ფორტუნას“ ეთერში „ქართულ ოცნებას“ მიმართა და აღნიშნა, რომ თუ საფრთხეები მართლაც არსებობს, მათ სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ.

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ძალა, ეს არის „ქართული ოცნების“ ნაწილი, რომელიც აჟღერებს იმ განცხადებებს, რომლებზეც ვერ ისაუბრებს ხმამაღლა „ქართული ოცნება“, მაგრამ ყოველთვის დაეთანხმება.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ ზრუნავს და არაფრად თვლის იმას, რომ შეიძლება კიდევ გაუარესდეს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ეს განცხადება ცხადყოფს, რა მიზნები აქვს „ქართულ ოცნებას“ მომავალში.

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები ამას და არა „ხალხის ძალას“, რომელიც მათი რუპორია – თუ ის მართლა ხედავს ამ საფრთხეებს და მართლა სჯერა, რასაც ბოდავს, მაშინ მიიღოს ზომები, გამოიყენოს სამართლებრივი, პოლიტიკური ინსტრუმენტები და გაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ.

მაშინ, ამ ქვეყანასაც ააცილებს ამ საფრთხეებს, რომლებზეც საუბრობს ის უკვე ხმამაღლა „ხალხის ძალის“ მეშვეობით,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

„ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს“ – გიორგი კახიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g