LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება მისი მოშორების გეგმა – „ხალხის ძალა“

158
Untitled design (2)

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის შესაძლო ვერსიაზე საუბრობენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს მათი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ“.

„მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, საქართველოს მომავალი განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული სააკაშვილის პატრონებს ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება. აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზედაც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება. სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ“, – წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g