ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით სულ მალე კიევში იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ანა ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.
"ის მაინც მოეხერხებინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ რაღაც მომენტით, ნახევარი დღით რაღაცაზე მაღლა დამდგარიყო"
სალომე სამადაშვილი: "ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ვიღაც რომ გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან"
ცნობისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში არიან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მასთან ერთად კიევში მიდის სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი.
ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
ვიდეო: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება
სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო