საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად უკრაინაში იმყოფება. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას მარგველაშვილმა განმარტა, ომში მყოფ ქვეყანაში ვიზიტი, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყდა.
ვიდეო: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან
„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება
სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო