LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელიდან გამომგლიჯა, ეტყობა არტერიაზე მოუხვდა და გაგუდა, ყველამ მე გადამიარა, ვითომ შვილი მე მოვკალი” – გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

233
BeFunky-collage (7)

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა “ტვ პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ქმარი ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

დედა შემთხვევის დღეს იხსენებს და ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა.

„აიყვანა და აჯანჯღარებდა, რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“, ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა.

დილით რომ გამოვედი, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი…

ეტყობა არტერიაში მოარტყა… ახალი ნაჭამი ჰქონდა და ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა“.- ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

“ფეჩი” ესროლა ბავშვსო, ასე გავიგე… ყოველთვის კონფლიქტი ჰქონდა, რომ ბავშვი ჩემი არ არისო – მეზობლები 8 თვის ჩვილის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობენ

როგორ გარდაიცვალა მშობლების კონფლიქტის დროს მცირეწლოვანი ბავშვი – შსს განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები