გურჯაანში 8 თვის ჩვილის გარდაცვალების შემზარავ ფაქტზე ოჯახის მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა.
“სულ კონფლიქტი და ჩხუბი ჰქონდა. ცოლსა და შვილს სცემდა. ყოველთვის, როცა მოვდიოდი ხალხი გარეთ იყო. რომ ვამბობდი – რა ხდებათქო, ბავშვები ეზოში გარბიანო, ბოსტანში იმალებიანო. ბავშვს “ფეჩი” ესროლაო, მეც ესე გავიგე.
ცოლს სცემდაო და ყოველთვის ჰქონდა კონფლიქტი, რომ ბავშვი ჩემი არ არისო. პოლიცია, როგორც ვიცი, არ რეაფირებდა კარგად. ყურადღება რომ მიექციათ, ბავშვი არ შემოაკვდებოდათ”.- აცხადებს ოჯახის მეზობელი “ფორმულასთან”.
გურჯაანში მშობლებს ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშობლები პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა.
როგორ გარდაიცვალა მშობლების კონფლიქტის დროს მცირეწლოვანი ბავშვი – შსს განცხადებას ავრცელებს