„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ხელისუფლებას უნდა მოხვდეს მუშტი ცხვირში – ეს იქნება ისევ ბოიკოტის გამოცხადება“.
„პარლამენტში ძალიან მწირი ინსტრუმენტებია, თეორიულად 76 ხმა უნდა მოიპოვონ იმისთვის, რომ მთავრობა გადააყენონ, მაგრამ თუ ამას ვერ აკეთებენ, უნდა შეუერთდნენ დიდ პროტესტს არამხოლოდ ქუჩაში“, – აცხადებს წერეთელი.
გიგი წერეთლის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა, ან ცესკოს რეფორმირება.
„მთავრობას არ უნდა შეცვლა, მათ უნდათ ძალით გაიტანონ – „ჭკუა არ გინდა, როდესაც ძალა გაქვსო“, ჩვენი მთავრობაც ასე მოქმედებს. მეც რომ ვიყო საპარლამენტო ოპოზიციის ადგილზე, ვეცდებოდი გამემართლებინა ჩემი პარლამენტში ყოფნა, ამ ვითარებაში, როდესაც არაფერი არ გამოდის.
დავუშვათ უნდობლობა დააყენეს და მთავრობამ პარლამენტს გამოუცხადა ისევ ნდობა, მათაც ეს უნდათ, რომ დემოკრატიული პროცესის ფასადი შეიქმნას, შემდეგ ჩავარდეს უნდობლობა და გამოაცხადონ მთელს მსოფლიოში, რომ ყველა გვენდობა, ვინ არიან ესენი, რაზე გველაპარაკებიან, რას გვერჩიანო“. – განაცხადა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში..