LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების არაადეკვატური ღიმილი სწორ პასუხად არ მიმაჩნია – მარგველაშვილი

73

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, “ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე, არც დღეს არ ვაკეთებ შეფასებას ფარული ჩანაწერების. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, მინდა შევინარჩუნო. ამავე დროს, ვაფასებ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა.

ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის, კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, პასუხი გაეცა ამ ფორმით, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოსთვის მძიმე და მიუღებელია. თუ ეს სამი კვირის განმავლობაში არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ეს პრობლემურია. ღიმილი, პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია სწორ პასუხად,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g