თუ ხელისუფლება მოისურვებს, „ფეისბუქზე“ თქვენი პირადი მიმოწერა გააკონტროლოს, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ამის შესახებ გაცნობებთ.
„მუდმივად ვცდილობთ, დავიცვათ მომხმარებლების ანგარიში და გადავწყვიტეთ, თუ გაგვიჩნდება ეჭვი, რომ ვინმე აპირებს თქვენი ანგარიშის გაკონტროლებას, ამის შესახებ გაცნობებთ,“ – ამბობს „ფეისბუქის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექს სტემოსი.
მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის თავდასხმები უფრო და უფრო საშიში ხდება და „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მომხმარებლებს საკუთარი ანგარიშის დაცვის საშუალება მაქსიმალურად ჰქონდეთ.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ეცდებიან, თქვენს პირად ანგარიშში შემოსვლას, მიიღებთ ასეთ შეტყობინებას :

