LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო… ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში”

161
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით „ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში”:

„არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს…აგრესიული ჯგუფების მიერ ბოლო დროს განხორციელებული სიძულვილი უნდა დასრულდეს”- კახა კალაძე

„რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთიბეწო ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რუკაზე არც კი ჩანს, თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლას დიდ სახელმწიფოებთანაც კი გაბედავდა. ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო. საქართველო თანამედროვეობის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახელმწიფო ხდება. ეს გზა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში. მათ ოპოზიცია მართავს და შთააგონებენ იმას, რაც მათ სურთ და რისთვისაც სურთ ამ ახალგაზრდების წრფელი ემოციების გამოყენება. ვსაუბრობ არა წინასწარ დატრენინგებულ, არამედ, მანიპულაციების და დეზინფორმაციის საშუალებით ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებზე.

პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით. შესაძლოა დღეს უცნაურად ჩანს ჩვენი ქმედება მათთვის, მაგრამ ხვალ აუცილებლად ანგარიშგასაწევი იქნება“ – წერს ხუნდაძე.

პრეზიდენტი ელჩებს: ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ, დაძაბულ ვითარებაში ვართ – ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g