LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოსნებმა გაზქურის ონკანები ჩართული დატოვეს – თბილისში აფეთქებას კიდევ ერთი კორპუსი გადაურჩა

78
Untitled design

თბილისში, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, შემთხვევა გაზქურის ონკანებთან უყურადღებო მოპყრობას უკავშირდება.

კომპანიის ცნობით, კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები ჩართული დატოვეს.

“კიდევ ერთი გადარჩენილი კორპუსი 114-ის ბიჭების მიერ. ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები დატოვეს ჩართული, საიდანაც გაზი ჟონავდა.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები