LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ქცევას გაშიფრავს და გავლენას მოახდენს

104
599686170

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანების მანიპულირება შეუძლია.

გერმანელი და ავსტრიელი მეცნიერებისგან შემდგარმა გუნდმა შექმნა პროგრამა, რომელსაც ადამიანის გადაწყვეტილებების მოტივის გაგება და ქმედებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეები ხელოვნურ ინტელექტს კომპიუტერულ თამაშს ეთამაშებოდნენ. თამაშები სხვადასხვა სირთულის იყო და ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა დონეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

პროგრამა მოთამაშის გაცნობის შემდეგ მისი ქცევის ანალიზს იწყებდა, არკვევდა თუ რა ფაქტორები ახდენდა გავლენას მის გადაწყვეტილებებზე და შემდეგ სუსტი ადგილების ცოდნით ჯობნიდა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ასეთი პროგრამის გამოყენება ინტერნეტ-თაღლითობის წინააღმდეგ შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები