LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება – სტუდენტური ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15 000 ლარია

121
ჰაკათონი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI MARATHON-ის ინიციატივის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართება ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“, რომლის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს.

სტუდენტურმა გუნდებმა, ჰაკათონის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის მოდელები უნდა შექმნან, რომელთა ინტეგრაციას კიბერუსაფრთხოების სფეროში მოახდენენ.

ჰაკათონში მონაწილეობა აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან.

ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ გუნდთან ერთად (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 ადამიანი).

გამარჯვებული გუნდი 25 ივნისს, დემო დღეზე, ჰაკათონის ჟიურის მიერ გამოვლინდება.

საპრიზო ფონდი სამ გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდება:

  • I ადგილი – 7000 ლარი
  • II ადგილი – 5000 ლარი
  • III ადგილი – 3000 ლარი

ჰაკათონზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივნისი (15:00 საათი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g