უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს.
როგორც ინფორმაციაშია მითითებული, ამის შესახებ თვითგამოცხადებული „რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე“ კირილ სტრემუსოვი აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებს უკრაინის სამხრეთით მდებარე ხერსონის ოლქი დაკავებული აქვთ. გარდა ამისა, რუსული ძალები, ხერსონიდან მოქალაქეების ევაკუაციას ხელს უშლიან. ხერსონის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ევაკუაციის მსურველ მოსახლეობას ოკუპანტები ავიწროებენ.
რუსეთის ბელგოროდის ოლქში “ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე” გამოაცხადეს
“ის უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება – რა თქვა აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა პუტინის სტრატეგიაზე