LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მიეცით გიორგი შერმადინს: ქართველი კალათბურთელი შესაძლოა ესპანეთის MVP გახდეს

9

„ანდორას“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი წარმატებულ სეზონს ატარებს და გუნდის გამორჩეული მოთამაშეა. ქართველ კალათბურთელთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი გაჟღერდა: გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ს ტიტულის კანდიდატია.

გიორგი შერმადინისთვის ხმის მისაცემად Twitter-ში, Facebook-ზე ან Instagram-ზე ესპანეთის ჩემპიონატის Liga Endesa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გადასვლა და ბმულზე მითითებული ფოტოს კომენტარებში ‪#‎MVPLigaEndesa-ს და სასურველი კალათბურთელის სახელისა და გვარის დაწერაა საჭირო.

ქართველი კალათბურთელის მხარდასაჭერად კომენტარებში დაწერეთ:
#MVPLigaEndesa Giorgi Shermadini

ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები