LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივცეთ გოგას: ბითაძე ადრიატიკის ლიგის ხუთეულისთვის იბრძვის

112
bitadze-selfi

ადრიატიკის ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც სეზონის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი (1998 და მომდევნო წლებში დაბადებულები) უნდა გამოავლინოს.

ხმის მიცემა თითოეულ პოზიციაზე კალათბურთელის შერჩევის შემდეგაა შესაძლებელი. იმავე გვერდზე გულშემატკივარი საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავსაც ირჩევს.

ჩვენი ინტერესი 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს უკავშირდება, რომელმაც სეზონი სერბულ “მეგა ბემაქსში” დაიწყო, ამჟამად კი, მონტენეგროს საუკეთესო გუნდ “ბუდუჩნოსტში” ირიცხება.

მოთამაშეების არჩევა და ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი. ხმის მიცემა 15 მარტამდე გაგრძელდება.

საბოლოო შედეგები პლეიოფის დაწყებამდე გახდება ცნობილი.
გამოკითხვაში, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება, ფანების ხმების წილი 30% გახლავთ, 60% ადრიატიკის ლიგის მწვრთნელების ხმები იქნება, 10% კი ლიგის ხელმძღვანელობის წილია. ბითაძისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე:

https://www.aba-liga.com/vote.php

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g