LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური საკრებულოში – აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ (ვიდეო)

137
ffhhjj

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებაა.

ადგილზე დაცვის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც პროტესტის მონაწილეების შენობიდან გაყვანას ცდილობენ. თუმცა აქტივისტები გასვლას არ აპირებენ. მათ დეპუტატის ოთახში კარავი გაშალეს და სხვადასხვა შეძახილებით კუხიანიძის ბოლო დროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ.

საკრებულოში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები და აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაცვამ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განმარტებით, ამ ფორმით ხაბეიშვილის ტერიტორიიდან განრიდება მოხდა. ოთახიდან ასევე გააძევეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

ამ დროისთვის სამართალდამცველებმა კაბინეტის აქტივტებისგან გათავისუფლება შეძლეს.

ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი, პოლიციამ კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გამოიყვანა, რის შედეგადაც ის შეუძლოდ გახდა. საკრებულოში სასწრაფო დახმარების სამსახური მივიდა.

“ქართული ოცნების” საკრებულოს წევრის, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძე ცხადებს, რომ აქტივისტი ცუდად გახდა და ამიტომ გამოიყვანეს ძალის გამოყენებით.

პოლიციამ კუხიანიძის კაბინეტიდან იძულებით სხვა აქტივისტებიც გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა კიდეც, რადგან კიბეზე თავი დაარტყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g