LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაურიანი ოვაციებით პუბლიკა ბილი ჯოელს ფეხზე ორჯერ წამოუდგა – არტისტი საქველმოქმედო საღამოს პინკთან ერთად დაესწრო

160
photo-collage.png (3)

12 მარტს, კარნეგი-ჰოლში, მასშტაბური საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ეს გახლდათ მაიკლ დორფის მიერ ორგანიზებული 21-ე ყოველწლიური ღონისძიება, სადაც 20-ზე მეტმა არტისტმა ბილი ჯოელის სიმღერები შეასრულა.

76 წლის საკულტო მუსიკოსის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტში რობ ტომასი, სუზან ვეგა და უაიკლეფ ჟანიც მონაწილეობდნენ.

საღამოზე ცოცხალი ლეგენდის ისეთი ჰიტები შესრულდა, როგორებიცაა: Modern Woman, Allentown, This Night, My Life, Piano Man, რომელსაც მთელი დარბაზე ერთხმად მღეროდა და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ თავად მომღერალი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასტროლებს ჩამოშორდა, წარმოდგენას მაყურებლის რიგებიდან, პინკთან ერთად ესწრებოდა.

ბოლო დროს ჯოელის შესახებ გავრცელებულმა ამბებმა, ფანები ააღელვა. როგორც ცნობილია, მას დაუდგინდა ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია (NPH) – მდგომარეობა, როცა თავის ტვინში სითხე გროვდება და იწვევს სიარულის სირთულეს, წონასწორობის პრობლემებსა და კოგნიტურ ცვლილებებს.

ინსაიდერის ინფორმაციით, ბილიმ სითხის მოსაცილებლად შუნტირების ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა.

სანახაობაზე ის მხნედ გამოიყურებიდა და მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არ ასულა, თითოეულ გამომსვლელს ფეხზე წამოდგომითა და ტაშით ხვდებოდა.

ამასთან, მომღერალს პუბლიკა ხმაურიანი ოვაციებით ფეხზე ორჯერ წამოუდგა.

ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო საღამოზე მუსიკალური განათლების პროგრამებისთვის, 225,000-ზე მეტი დოლარი შეგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები