ხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხეთაში მოხდა. არსებული ცნობითვე, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მეზობლების განცხადებით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით.
