ხობის რაიონში ასანთის საწარმო აშენდება. პროექტი ”აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტს შპს ”მარსი” ახორციელებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, ასანთის ქარხანას დიდი წარმოება ექნება – 100 მილიონი კოლოფი წელიწადში.
”ქარხანაში განხორციელდება 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი,”- აღნიშნა მინისტრმა.
ამჟამად, საქართველოში ასანთი სრულიად იმპორტირებულია.