„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი ინიციატივით მან კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა და აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დიდი შრომა გაწია სპორტის განვითარებისთვის.
„მოგესალმებით, ახლა უკვე როგორც თქვენი კოლეგა. მინდა, თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და ღვაწლისთვის, რასაც ქართული სპორტის განვითარებისთვის აკეთებთ. მინდა თითოეულ თქვენგან გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის სადიდებლად და საკეთილდღეოდ. პრემიერმა განაცხადა, რომ მკვეთრად გაიზრდება სპორტის დაფინანსება, მაინტერესებს რა მიმართულებით ფიქრობთ და ასევე, პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ დიდი შრომა და თავდადება გაწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის. ხომ არ აჯობებდა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის?!“- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა