LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია… ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო, არ მოსულა… უნდა ჩაერთოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“- ბექა ოდიშარია

248
ბექა ოდიშარია

„ილია ჭავჭავაძეს ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა „სოციალურ დემოკრატიული პარტიის“ იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია?“ – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს იმისათვის, რომ არიან პოლიტიკაში და მითუმეტეს, საერთოდ, დაუკრეფავში გადადიან და შეურაცხყოფას აყენებენ მათი ოჯახის წევრებს, არა მხოლოდ მორალური სასამართლოს და ადამიანური გაკიცხვის საგანი უნდა გახდეს, არამედ უნდა ჩაერთოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“:

„ილია ჭავჭავაძეს ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა „სოციალურ დემოკრატიული პარტიის“ იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია? ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ასეთმა ადამიანებმა.

ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს – ჩემთვის სულისშემძვრელია. ასეთი ქმედება უნდა იყოს დასჯადი. რა თქმა უნდა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი და არც ყოფილა უკანასკნელი 12-13 წელიწადია. ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო „ფეისბუქში“ აქტიური კამპანია“ – განაცხადა ოდიშარიამ.

„სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი“ – რას წერს მოქალაქე, რომელსაც უმრავლესობის წევრი ადევნებაში ადანაშაულებს

ვიდეო: „დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა… ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ – ნინო წილოსანი ადევნებაზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g