LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ არ გრძნობთ სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, თვალების აცრემლიანებას? – ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან“ – რას წერს „ჩემი ქალაქი მკლავს“

228
dabindzurebuli-haeri-tbilisi_w_h

„ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 ნოემბრიდან ქალაქებში ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია, რაც გამოიწვევს სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუს ხვევას, თვალების აცრემლიანებასა და გაღიზიანებას.

გავრცელებული მონაცემებით, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, ასევე გულის და ფილტვის დაავადებების მქონე ადამიანები.

„6 ნოემბრიდან დღემდე ხომ არ გრძნობთ, სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, თვალების აცრემლიანებას და გაღიზიანებას?
ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან!
რისკ ჯგუფები არიან: ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, გულის და ფილტვის ავადობის მქონე ადამიანები!
რა უნდა გავაკეთოთ როდესაც ჰაერი დაბინძურებულია?
სახლში დავხუროთ ფანჯრები, ავტომობილში დავხუროთ შუშები, რისკ ჯგუფები მოერიდეთ გარე აქტივობას. თუ მაინც გიწევთ გარეთ გასვლა გამოიყენეთ სპეციალური პირბადე (არა სამედიცინო). ოთახში დარგეთ ყვავილები და გვახსოვდეს ჰაერი აუცილებლად გასუფთავდება. ახლა დამოკიდებული ვართ ამინდზე“, – წერს „ჩემი ქალაქი მკლავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g