ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ადგილობრივი მედიასაშუალების, „მეგა TV“-ს ინფორმაციით, ახალშობილი გასულ ღამეს, მე-3 სკოლის მიმდებარედ ნახეს.
მედიაში გავრცელებული ცნობითვე, ჩვილი ქუთაისშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.