თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულია დ.ღ. ზვიად კუპრავას დაკითხვა დასრულდა. როგორც კუპრავამ ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა, კითხვები დაუსვეს, საიდან ქონდათ მას და მოკლული დავით სარალიძის მამას ინფორმაციები, რომელსაც ეტაპობრივად ასაჯაროებდნენ.
სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება.
„ასევე, კითხვები ეხებოდა ჩანაწერს, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა არასრულწლოვნებთან ჩემი და ზაზა სარალიძის შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე, შეხვედრის შინაარსს, რასაც ამომწურავად ვუპასუხეთ. ახალი დეტალები რაც ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, სხდომაზე არ გამიგია,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.