ცოტა ხნის წინ ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი არასრულწლოვანი.
ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებთან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება პეტრინია იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მეზობელ სახელმწიფოებშიც: სერბეთში, ავსტრიის სამხრეთ ნაწილსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.
ამ დროისთვის მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, რომლებსაც ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შენობებსაც. მიწისძვრის ამსახველი ფოტო_ და ვიდეოკადრები ვრცელდება ინტერნეტსივრცეში.
ქვეყანაში ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. გუშინ ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.
https://www.youtube.com/watch?v=Qbep_ubOvts