LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია 8 მოსამართლისთვის სანქციის დადების საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს – რომელი მოსამართლეები მოხვდნენ სიაში

146
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრესკონფერენცია გამართა და იმ მოსამართლეების გვარები დაასახელა, რომლებსაც მისი თქმით, დღეს ივანიშვილის ხელისუფლება ეყრდნობა, მათ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს და რეალურად სასამართლო კლანის დასაყრდენს წარმოადგენენ. 

ელენე ხოშტარიამ, ასევე განაცხადა, რომ დასახელებულ მოსამართლეებზე ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან და მათთვის სანქციების დადებას მოითხოვენ. სიაში მოხვდნენ:

1. მიხეილ ჩინჩალაძე – წინა ხელისუფლების დროს პროკურორი, მოსამართლედ დაწინაურდა 2012 წლის შემდეგ, „დროას“ ლიდერის თქმით, სწორედ ისაა კლანის ჩრდილოვანი საყრდენი და რეალური თავი;

2. ლევან მურუსიძე – გახმაურებული საქმეების მოსამართლე, მათ შორის გირგვლიანის საქმის. ის 2013 წელს, ხოშტარიას თქმით, ივანიშვილმა ის, სასამართლოს ღერძად, ღიად დაასახელა.

3. შალვა თადუმაძე- ივანიშვილის პირადი ადვოკატი და ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

4. გიორგი მიქაუტაძე – უზენაესის სასამართლოს უვადო მოსამართლე. ხოშტარიას ინფორმაციით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა იუსტიციის საბჭოს, როცა კლანი პოზიციებს იმყარებდა;

5. ლაშა ჩხიკვაძე – ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც უკვე ნაწილობრივ სანქცირებულია, რადგან გვარამიას დაკავების შემდეგ, ის აშშ-ს საელჩომ  ტრენინგიდან ამოიღო;

6. ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები – მათ განიხილა ციანიდის, გიორგი რურუას და სხვა გახმაურებული სასამართლო საქმეები, რომლებმაც ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა;

7. ირაკლი შენგელია – მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც ხოშტარიას თქმით, სასამართლო სისტემაში სანათესავო ჰყავს დასაქმებული;

8. სერგო მეთოფიშვილი – საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე – მის ხელში გადის სისხლის სამართლისა და პოლიტიკური საქმეები;

ელენე ხოშტარიას თქმით, სია შედგენილია კოალიცია მართლმსაჯულებისთვის გაერთიანებაში მყოფი ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე.

„სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ“ – ელენე ხოშტარია 5 ბიზნესმენს ასახელებს და მათ სანქცირებაზე პარტნიორებთან მუშაობას იწყებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g