LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ“ – ელენე ხოშტარია 5 ბიზნესმენს ასახელებს და მათ სანქცირებაზე პარტნიორებთან მუშაობას იწყებს 

2364
ბიზნესმენები

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ოლიგარქიული პირამიდის ის საყრდენი და ქსელი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ახერხებს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან რამდენიმე ბიზნესმენი ჩამოთვალა, რომელიც ხოშტარიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცების მონაწილეებია.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას აღიარებს და ამასთანავე, მიუთითებს ოლიგარქიული მმართველობის ძალიან დესტრუქციულ ძალაზე.

კერძოდ, მე-15 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დამანგრეველი, დესტრუქციული როლი, როგორც პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაში და საგანგაშოა მისი ბიზნესკავშირები კრემლთან.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა დღეს არის დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც ეს ოლიგარქიული მმართველობა დგას. ამიტომ, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ოლიგარქიული პირამიდის ის საყრდენი და ქსელი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ახერხებს“, – აცხადებს ხოშტარია და იმ ბიზნესმენებს ასახელებს, რომლებიც

 სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ:

ეს გახლავთ დავით ხიდაშელი, რომელიც ბოლო დროს ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობს, ის არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, პირდაპირ დაახლოებულია კრემლთან – ევტუშენკოვთან, რომელამაც ცოტა ხნის წინ, ივანიშვილს დაურეკა და ბიზნესგარიგეგებზე საუბრობდა.

უჩა მამაცაშვილი გარდა იმისა, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია ეკონომიკის, ის აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებულ პოლტავჩენკოს ბიზნესპარტნიორი.

ვანო ჩხარტიშვილი – ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, ის რუსული სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტის“ პარტნიორია.

ოთარ ფარცხალაძე, ყველასთვის ცნობილი, მაფიოზად ჩამოყალიბებული „ბიზნესმენი“, რომელიც გარდა იმისა, რომ კორუფიცულ სქემებში მონაწილეობს, პროკურატურას აკონტროლებს და ფინანსურ პოლიციას, ისიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცების ერთ-ერთი მონაწილეა.

ირაკლი რუხაძე, გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, „იმედს“, GDC-ს და „მაესტროს“, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას მათ შორის, საბანკო სექტორში და ისიც არის ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთი საყრდენი. ჩვენ ამ ადამიანებზე მაქსიმალურად შევაგროვებთ ინფორმაციას და ჩვენ პარტნიორებს გადავცემთ, რომ ერთად დავანგრიოთ ოლიგარქიული პირამიდა საქართველოში.

დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის ხალხისთვის ევროპული მისწრაფებების დაკმაყოფილება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, როგორც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორის და ოლიგარქიული მმართველის.

ფაქტია, რომ დღეს, ეს საკითხი ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში. როცა ევროპარლამენტი ამას კენჭს უყრის, ეს არ არის ჯერ სანქციების შემოღება, მაგრამ ეს არის უკვე ოფიციალურად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ არ უნდა ვისხდეთ და არ უნდა ველოდოთ, რას გადაწყვეტს დასავლეთი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა შევცვალოთ, ჩვენ პარტნიორებს ავუხსნათ, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილი არ არის, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მისი და მისი საყრდენების სანქცირება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

კობახიძე: რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები