LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: აშშ-ის ორმა უწყებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება

554
ელენე ხოშტარია

“პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა:

“გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ – მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სიახლის მანქანის მომარაგება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორ ამ სანქციების სამიზნე.

ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, ერთის მხრივ, როგორ აღასრულო სანქციები და როგორ გააკონტროლო ის ფაქტი, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავიდან არიდება. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია. პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ საგანგებოდ ინფორმაცია, რადგან საფრთხე გვაქვს, რომ არ დასანქცირდეს ქვეყანა, პორტი ანუ საზღვაო გზით არ დავსანქცირდეთ და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები ამ ქვეყანაში. ასევე, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და აქედან მე-16 პუნქტი საუბრობს იმაზე, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სანქცირებულ რუს პირთან, მიხეილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს “ბორჯომს”, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი, 49,9%-ს ფლობს „ბორჯომში“, რაც ასევე საყურადღებოა და რაზედაც ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა…

მოხარული ვიქნები თუ ბიზნესთან შევძლებ თანამშრომლობას. რადგანაც ჩვენი მიზანია ბიზნესმა თავიდან აირიდოს სანქციები და სადამსჯელო ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, რომ არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები, ამისთვის დაისაჯოს ოლიგარქი, ოლიგარქიული საცეცები, კონკრეტულად ისინი, ვინც კრემლთან კავშირში არიან მხილებულები და არა, ბიზნესი და ქართული საზოგადოება”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები